საზაფხულო აქცია!   ჩვენ ბანკში ვმუშაობთ!- საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული  სწავლების საზაფხულო პროგრამა, საზაფხულო შეთავაზება მხოლოდ ივლისის ჯგუფებისათვის! ორი სერთიფიკატი ერთი ტრეინინგის ფარგლებში, 350 ლარად! + საზაფხულო საჩუქარი - მსმენელებს  ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.

საწყისი კონტაქტი

ჩვენს შესახებ
ისტორია
ჩვენი გუნდი
მიღების პირობები
ტრეინინგის კურსები
საბანკო საქმის კურსი
კრედიტ-ოფიცრის კურსი
პროფესიული პრაქტიკის კურსი
კომპიუტერის კურსი
საწარმოს ბუღალტერია
საფინანსო მენეჯმენტი
საკრედიტო  დაწესებულებები
მისამართები და საფინანსო მაჩვენებლები
მოკლე საბანკო ლექსიკონი
ვაკანსიები
საბანკო კანონმდებლობა
ფოტო გალერეა
17/04/2010
სიახლე!  
 
"საბანკო სწავლების ცენტრი" 2010 წლის სექტემბრიდან დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ორ პილოტურ პროექტს Masterklass in Banking & Financial Management საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასების სახით, რომლებიც განკუთვნილია როგორც საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების თანამშომლებისათვის, ასევე ნებისმიერი მსურველისათვის: საფინანსო კომპანიების, არასაბანკო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის. ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო დაწესებულებებში ან არასაბანკო დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების მიზნით.
  
პროგრამის უნიკალურობა: 
 
1. Masterklass in Banking წარმოადგენს საბანკო საქმის სწავლებას სპეციალური მრავალმოდულიანი პროგრამით, საბანკო საქმის თეორიული და საბანკო ოპერაციების  პრაქტიკული სწავლების ინტენსიური მოდულით; ტრენინგი გრძელდება ხუთი კვირის მანძილზე, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. ტრეინინგების თემატიკა ასევე მოიცავს,  ბაზარზე ბანკის მარკეტინგული სტრატეგიების შესწავლას და საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ასპექტებს:
 
თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება  შეისწავლოთ და აითვისოთ: 
  • საბანკო საქმის თეორიული საფუძვლები;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორების სისტემები;
  • აქტიური და პასიური საბანკო ოპერაციები;
  •  საბანკო მენეჯმენტის პრინციპები;
  • საბანკო რისკები  და მართვის პრინციპები;
  • საკრედიტო პოლიტიკა ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში;
  • კომპოზიტური საბანკო პროდუქტები;
  • საბანკო მარკეტინგული სტრატეგია;
  • ბანკებში და კომპანიებში ფინანსური ანალიზის ძირითადი პრინციპები
  • პრაქტიკული სავარჯიშოების და ქეისების შედგენა;
  • სიტუაციური ანალიზი, საქმიანი თამაშები;
  • ბანკებში გასაუბრების ტესტები და უნარ-ჩვევების ტრეინინგები;
  • საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლება(ბანკის საოპერაციო დღე);

2. Masterklass in Financial Management წარმოადგენს ფინანსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის კომბინირებულ სწავლებას საბანკო დაწესებულებებში და კომპანიებში. საფინანსო მენჯმენტის მასტერკლასი გრძელდება 12 კვირის მანძილზე, კვირაში სამი დღე. განხილულია ფინანსების მართვისა და აღრიცხვის პრინციპები და  სტრატეგიები, პრაქტიკული სავარჯიშოები და ფინანსური მექანიზმები. ცალკე თავად არის განხილული  საწარმოს ბუღალტერიის ძირითადი ელემენტები.  

  თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება  შეისწავლოთ და აითვისოთ: 
 
  • საფინანსო მენეჯმენტის არსი და ძირითადი პრინციპები. 
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები; 
  • აქტივების ფორმირების წყაროების კლასიფიკაცია. 
  •  ბუღალტრული ბალანსი. სავარჯიშოები საცდელი ბალანსების შედგენაზე.
  • სამეურნეო ოპერაციების გავლენა ბუღალტრულ ბალანსზე. 
  • ფინანსური ანგარიშგება და ორადი ასახვა. ანგარიშთა გეგმა.
  • ძირითადი საშუალებების ცნება, აღიარება, კლასიფიკაცია და შეფასება.
  • ძირითადი საშუალებების ცვეთის გამოანგარიშების ამოხსნა.
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა.
  •  
    მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ტრეინინგებზე სწავლის პერიოდში დაწესებულია ტესტირების სისტემა. რომლის მიხედვითაც 100 დან 50 და მეტი ქულის დაგროვების შემთხვევაში საბანკო საქმის შემსწავლელი ინტენსიური კურსის სერთიფიკატთან ერთად თქვენ მიიღებთ საკრედიტო ოფიცრის კურსის გავლის სერთიფიკატს და საზაფხულო საჩუქარს - საქართველოს ბანკების ასაოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის სარეკომენდაციო წერილს საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად. 
      
     
    ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:     
    • მოლარე;
    • ოპერატორი;
    • მოლარე-ოპერატორი,
    • ანგარიშების მართვის მენეჯერი
    • გაყიდვების მენეჯერი,
    • კრედიტ ოფიცერი,
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
    • საცალო საბანკო პროდუქტებისა და მარკეტინგის მენეჯერი,
    • საფინანსო აღრიცხვის მენეჯერი,
    • რისკების შეფასებისა და მართვის მენეჯერი,
    ხოლო თუ თქვენ მუშაობთ ან გსურთ დასაქმება არასაბანკო დაწესებულებაში ან საფინანსო კომპანიაში, თქვენ თქვენ გარდა საფინანსო მენეჯმენტისა და საწარმოს ბუღალტერიის ძირითადი ელემენტების სწავლებისა უკეთ გაერკვევით კომერციულ ბანკებთან ურთიერთობის პრინციპებში, კრედიტების გაცემის, საბანკო მომსახურების და საბანკო ოპერაციების სპეციფიკაში. 
     
    გაიარეთ რეგისტრაცია ან  თქვენი CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტით: abg_press@yahoo.com არაუგვიანესს 15 სექტემბრისა! ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.  
    უკან | ამობეჭდვა