Home Contact
   
About BEC
History
BEC's team
Training courses
Special banking course
Bank financial accaunting
SME financial accaunting
Credit Managers course
Computer Skills
Vacancies
Bank Vacancies
Successful CV
Partners
Photo Archive


Masterklass in Banking(Avialable only in Georgian)
17/04/2010
 Masterklass in Banking & Financial Management  by Giorgi Tsutskiridze, Executive Director of ABG. წარმოადგენს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის, მასტერკლასებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების თანამშომლებისათვის, ასევე ნებისმიერი მსურველისათვის: საფინანსო კომპანიების, არასაბანკო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის. ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო დაწესებულებებში ან არასაბანკო დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების მიზნით.
 
პროგრამის უნიკალურობა: სწავლება მიმდინარეობს სპეციალური მრავალმოდულიანი პროგრამით, საბანკო საქმისა და საფინანსო მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული სწავლებით. ტრეინინგების თემატიკა მოიცავს, როგორც ფინანსური ანალიზის ძირითად საკითხებს საბანკო დაწესებულებებში და კომპანიებში, ისე საწარმოს ბუღალტერიის ძირითადი ელემეტების სწავლებას და ფინანსური რისკების მართვის სპეციფიკას.  სწავლება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამით საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული სწავლებით. კურსის ცალკეულ თემას, წარმოადგენს საბანკო  რისკების შეფასება და საკრედიტო პოლიტიკა.
  
მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ტრეინინგებზე სწავლის პერიოდში დაწესებულია ტესტირების სისტემა. რომლის მიხედვითაც 100 დან 50 და მეტი ქულის დაგროვების შემთხვევაში საბანკო საქმის შემსწავლელი ინტენსიური კურსის სერთიფიკატთან ერთად თქვენ მიიღებთ საკრედიტო ოფიცრის კურსის გავლის სერთიფიკატს და საზაფხულო საჩუქარს - საქართველოს ბანკების ასაოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის სარეკომენდაციო წერილს საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად. 
More