საზაფხულო აქცია!   ჩვენ ბანკში ვმუშაობთ!- საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული  სწავლების საზაფხულო პროგრამა, საზაფხულო შეთავაზება მხოლოდ ივლისის ჯგუფებისათვის! ორი სერთიფიკატი ერთი ტრეინინგის ფარგლებში, 350 ლარად! + საზაფხულო საჩუქარი - მსმენელებს  ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.

საწყისი კონტაქტი

ჩვენს შესახებ
ისტორია
ჩვენი გუნდი
მიღების პირობები
ტრეინინგის კურსები
საბანკო საქმის კურსი
კრედიტ-ოფიცრის კურსი
პროფესიული პრაქტიკის კურსი
კომპიუტერის კურსი
საწარმოს ბუღალტერია
საფინანსო მენეჯმენტი
საკრედიტო  დაწესებულებები
მისამართები და საფინანსო მაჩვენებლები
მოკლე საბანკო ლექსიკონი
ვაკანსიები
საბანკო კანონმდებლობა
ფოტო გალერეა
შპს "საბანკო სწავლების ცენტრი" - ჩვენი გუნდი
 
  “საბანკო სწავლების ცენტრის” დაარსებიდან სამი წელი გავიდა. შესაბამისად, სამი წლის გახდა ჩვენი გუნდიც, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც რაოდენობრივი, ასევე გამოცდილების დაგროვებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.

ნიშანდობლივია, რომ თუ ჩვენი ცენტრი საქმიანობის დასაწყისში მხოლოდ ერთ საპროგრამო თემას-საბანკო სწავლების კურსის ტრეინინგს ატარებდა, დღეს ჩვენი ეგიდით უკვე რამდენიმე სატრეინინგო კურსი ხორციელდება, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე მიმართულება დაემატება.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩვენთან გაიაროთ ტრეინინგები შემდეგ  დისციპლინებში: საბანკო საქმის ექსპრესკურსი,  კრედიტ-ოფიცრების მოკლე სატრეინინგო კურსი, პროფესიული პრაქტიკის კურსი საბანკო ოპერაციების იმიტაციური მოდელირების სწავლებით, საწარმოს ბუღალტერიის კურსი, საოფისე კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი.
 
2010 წლის სექტემბრიდან  ჩვენ დაგვემატება -  საფინანსო მენეჯმენტი ბანკებში და კომპანიებში, საბანკო ბუღალტერია და ბიზნეს –ინგლისურის სამთვიანი კურსები ,     
                 
ჩვენი გუნდი ეს არის გამოცდილებისა და ახალგაზრდების ნაზავი, ტრეინინგებს უძღვებიან ის ადამიანები, რომლებსაც საბანკო-საფინანსო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდათ. 

 საბანკო საქმეს ჩვენ გასწავლით!.
 
გიორგი ცუცქირიძე
ცენტრის დამფუძნებელი და სასწავლო პროგრამების ავტორი
 

სწავლების პროგრამების მიმართულების დირექტორი: გიული გურგენიძე

                       

საფინანსო მრჩეველი: მაია დოსმიშვილი  კოორდინატორი: გრიგოლ არჩვაძე     საოფისე  პროგრამები: თიკო ბზიშვილი