შპს "საბანკო სწავლების ცენტრი"
შპს "საბანკო სწავლების ცენტრი" დაარსდა 2007 წლის ოქტომბერში. შპს "საბანკო სწავლების ცენტრი"-ს მიზანია, საბანკო საქმის პოპულარიზცია და ქვეყანაში საბანკო და საფინანსო სექტორის საკადრო პოტენციალის მხარდაჭერა.
ცენტრის დამფუძნებელი და სასწავლო პროგრამების ავტორია გიორგი ცუცქირიძე. იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
გასულ პერიოდში ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და პროგრამების მიხედვით, 400 მეტი სპეციალისტის გადამზადება მოესწრო. ჩვენი კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი საქართველოს კომერციულ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარმატებით საქმიანობს.
საბანკო სწავლების ცენტრი დღემდე წარმატებით განაგრძობს და ახორციელებს თავის საქმიანობას როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, კერძოდ, 2009 წელს გაიხსნა და დაიწყო წარმატებული ფუნქციონირება ქ. გორის წარმომადგენლობამ.
ცენტრს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან თბილისში და საქართველოს რეგიონებში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ~საბანკო სწავლების ცეტრის~ აუდიტორიებში ხორციელდება სტუდენტთა სტაჟირება და საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლება. ასევე ცენტრი ახორციელებდა და ახორციელებს სხვა დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაცისს ამაღლებას მენეჯმენტში, საფინანსო აღრიცხვაში, ფინანსურ მენეჯმენტში, რისკების მართვაში და ა.შ..
2009-2010 სასწავლო წლებში "საბანკო სწავლების ცენტრი" მოემსახურა შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს:
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს;
-
საქართველოს უნივერსიტეტს;
-
თბილისის უნივერსიტეტს;
-
თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტს;
-
მოსკოვის უნივერსიტეტს;
-
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთიობათა საერთაშორისო უნივერსიტეტს;
-
სოხუმის უნივერსიტეტს;
-
ნ.დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტს.
-
შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებს;
-
საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული სწავლების მრავალმოდულიან კურსებს ერთი ტრეინინგის ფარგლებში;
-
საერთაშორისო საბანკო პრაქტიკასთან აპრობირებული და მუდმივად განახლებადი სწავლების მეთოდოლოგიას;
-
უნიკალურ შანს მოიწყოთ წარმატებული კარიერა;
-
ტრეინერის უმაღლესი კვალიფიკაცია, გამორიცხავს თქვენი სწავლების სუბიექტურ შედეგებს;
-
სწავლის ღირებულების ხელმისაწვდომობას, სწავლის ღირებულების ეტაპობრივი გადახდით;
-
ინგლისურ ენაზე საბანკო საქმიანობაში გამოყენებული ყოველდღიური სასაუბრო ფრაზეოლოგიის შესწავლას.
-
სწავლების საფასურის ზრდის პირობებში, ჩვენთან ფასები სტაბილურია და არ შეცვლილა!
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩვენთან გაიაროთ ტრეინინგები შემდეგ დისციპლინებში: საბანკო საქმის სპეცკურსი, კრედიტ-ოფიცრების მოკლე სატრეინინგო კურსი, პროფესიული პრაქტიკის კურსი საბანკო ოპერაციების იმიტაციური მოდელირების სწავლებით, საწარმოს ბუღალტერიის კურსი, საოფისე კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი.
2010 წლის სექტემბრიდან ჩვენ დაგვემატება - საფინანსო მენეჯმენტი ბანკებში და კომპანიებში, საბანკო ბუღალტერია და ბიზნეს –ინგლისურის სამთვიანი კურსები.
პილოტური საწავლო პროგრამები: საბანკო საქმისა და საფინანსო მენეჯმენტის თემატიკა თანაბრად თავსებადია როგორც საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების თანამშომლებისათვის, ასევე განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის: საფინანსო კომპანიების, არასაბანკო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის. ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო დაწესებულებებში ან არასაბანკო დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების მიზნით.
სწავლება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამით საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული სწავლებით. კურსის ცალკეულ თემას, წარმოადგენს საბანკო რისკების შეფასება და საკრედიტო პოლიტიკა.
Masterklass in Banking
გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასები წარმოგიდგენთ საბანკო და საფინანსო მენეჯმენტის სწავლების კურსებს მათთვის ვისაც ბანკებში მუშაობის დაწყება, კვალიფიკაციის ამაღლება ან საბანკო სპეციფიკის შესწავლა სურს. სწავლების თემატიკა აგებულია საბანკო საქმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების - თეორიულ და პრაქტიკული საფუძვლების შესწავლაზე, ინტერაქტიური ტრენინგების სასწავლო მოდულების სახით, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე, ბანკში მუშაობისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებით.
თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება გარდა საბანკო საქმის თეორიული ხასიათის სწავლებისა, შეისწავლოთ და აითვისოთ პრაქტიკული სავარჯიშოების და ქეისების შედგენა, ბანკებში გასაუბრების ტესტები და უნარ-ჩვევები და რაც მთავარია საბანკო სწავლების ცენტრის" კომპიუტერული კლასის ბაზაზე მიიღოთ კომპლექსური ცოდნა, "ალტას" საოპერაციო პროგრამების(დემო ვერსიის) მიხედვით, ბანკის საოპერაციო დღის ოთხი ძირითადი მოდულის მიხედვით - საკრედიტო პროგრამა; სადეპოზიტო პროგრამა; პლასტიკური ბარათების აღრიცხვის და ლიმიტების გაგზავნის პროგრამა. • კლიენტების გადარიცხვები და ჩარიცხვები; ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხული ან ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები და ა.შ.
საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გაქვთ შანსი აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:
-
მოლარე;
-
ოპერატორი;
-
მოლარე-ოპერატორი,
-
ანგარიშების მართვის მენეჯერად
-
გაყიდვების მენეჯერი,
-
კრედიტ ოფიცერი,
-
საფინანსო აღრიცხვის მენეჯერი,
-
რისკების შეფასებისა და მართვის მენეჯერი,
-
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
-
საცალო საბანკო პროდუქტებისა და მარკეტინგის მენეჯერი,
-
იურისტი.
ხოლო თუ თქვენ მუშაობთ ან გსურთ დასაქმება არასაბანკო დაწესებულებაში ან საფინანსო კომპანიაში, თქვენ გაერკვევით კომერციულ ბანკებთან ურთიერთობის პრინციპებში, კრედიტების გაცემის, საბანკო მომსახურების და საბანკო ოპერაციების სპეციფიკაში.
გიორგი ცუცქირიძესთან ერთად სწავლებას გაუძღვებიან მოქმედი ბანკირები და ამ საქმის მცოდნე პრაქტიკოსი სპეციალისტები.
მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ტრეინინგებზე სწავლის პერიოდში დაწესებულია ტესტირების 2 საფეხურიანი სისტემა, ქულათა 85 %-იანი ზღვარით, რომლის მიხედვითაც მსმენელებს ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად. მსმენელებს მიეცემათ კურსების გავლის შესაბამისი ცნობა(სერთიფიკატი).
სწავლება ფასიანია. ფასები მოცემულია ლარებში ერთი მსმენელისათვის. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა აუცილებელი მასალებით.
|