საზაფხულო აქცია!   ჩვენ ბანკში ვმუშაობთ!- საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული  სწავლების საზაფხულო პროგრამა, საზაფხულო შეთავაზება მხოლოდ ივლისის ჯგუფებისათვის! ორი სერთიფიკატი ერთი ტრეინინგის ფარგლებში, 350 ლარად! + საზაფხულო საჩუქარი - მსმენელებს  ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.

საწყისი კონტაქტი

ჩვენს შესახებ
ისტორია
ჩვენი გუნდი
მიღების პირობები
ტრეინინგის კურსები
საბანკო საქმის კურსი
კრედიტ-ოფიცრის კურსი
პროფესიული პრაქტიკის კურსი
კომპიუტერის კურსი
საწარმოს ბუღალტერია
საფინანსო მენეჯმენტი
საკრედიტო  დაწესებულებები
მისამართები და საფინანსო მაჩვენებლები
მოკლე საბანკო ლექსიკონი
ვაკანსიები
საბანკო კანონმდებლობა
ფოტო გალერეა
საბანკო საქმის სპეც კურსი

 პროგრამის ავტორი და წამყვანია: საქართველოს ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე. იგი წლების მანძილზე კითხულობს ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია.
გიორგი ცუცქირიძე
1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ  ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო  სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტერტის წევრი;
2009 წლიდან არის საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს დარგობლივი საბჭოს წევრი. 
გიორგი ცუცქირიძე 2007-2009 წლებში კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმესა და საფინანსო მენეჯმენტში ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. არის რამდენიმე კვლევის ავტორი. მისი სტატიები და საექსპერტო შეფასებები პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში.
                     
სპეციალური შეთავაზება!  

 ჩვენ ბანკში ვმუშაობთ!- საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული  სწავლების  პროგრამა, 
 
რი სერთიფიკატი ერთი ტრეინინგის ფარგლებში, 350 ლარად!
+ საჩუქარი - მსმენელებს  ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.
 
 
სპეციალური შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 15 სექტემბრამდე რეგისტრაცია გავლილი პირებისათვის.
 
გაიარეთ რეგისტრაცია ან  თქვენი CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტით: abg_press@yahoo.com არაუგვიანესს 15 სექტემბრისა! ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.  
 
ჩვენი კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით საქმიანობენ საქართველოს საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში. საბანკო საქმისა და საფინანსო მენეჯმენტის სწავლება სპეციალური მეთოდიკით ხორციელდება, რომელიც აპრობირებულია ქართულ სინამდვილესთან.
 
სწავლება მიმდინარეობს განახლებული პროგრამით 2009 წლის შემოდგომიდან, კრიზისის ყველაზე რთული პერიოდის დასრულების შემდეგ, ბანკებმა განაახლეს ვაკანსიების გამოცხადება. შესაბამისად, ჩვენი პროგრამა განახლდა და 2010 წლის საზაფხულო მასტერკლასები მოიცავს  საბანკო საქმის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას სპეციალური პროგრამით, რომელშიც პოსტკრიზისული რეალობები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.
 
იჩქარეთ! თქვენ გაქვთ კარგი შანსი მოიწყოთ წარმატებული კარიერა. საბანკო სისტემის უკვე მესამე თვეა მოგებაზე გასვლის პარალელურად, ბანკებში დაწყებულია ახალი ვაკანსიების გამოცხადება პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე მოლარე ოპერატორებიდან საკრედიტო ოფიცრების ჩათვლით. 
 
 პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში განახორციელოთ ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია-ფულის ჩარიცხვა, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია, მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო და სასეხებო ანგარიშების გახსნა დახურვა და  მართვა.
 
მხოლოდ ჩვენთან!
  • შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები;
  • საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული სწავლების მრავალმოდულიანი კურსი ერთი ტრეინინგის ფარგლებში; 
  • საერთაშორისო საბანკო პრაქტიკასთან აპრობირებული და მუდმივად განახლებადი სწავლების მეთოდოლოგია;
  • თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი მოიწყოთ წარმატებული კარიერა;
  • ტრეინერის უმაღლესი კვალიფიკაცია, გამორიცხავს თქვენი სწავლების სუბიექტურ შედეგებს;
  • სწავლის ღირებულების ხელმისაწვდომობა, სწავლის ღირებულების ეტაპობრივი გადახდით;
  • ინგლისურ ენაზე საბანკო საქმიანობაში გამოყენებული ყოველდღიური სასაუბრო ფრაზეოლოგიის შესწავლა.
  • სწავლების საფასურის ზრდის პირობებში, ჩვენთან ფასები სტაბილურია და არ შეცვლილა!   
პროგრამის უნიკალურობა:  თემატიკა თანაბრად თავსებადია როგორც საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების თანამშომლებისათვის, ასევე განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის: საფინანსო კომპანიების, არასაბანკო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის. ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო დაწესებულებებში ან არასაბანკო დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების მიზნით.
 
სწავლება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამით საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული სწავლებით. კურსის ცალკეულ თემას, წარმოადგენს საბანკო  რისკების შეფასება და საკრედიტო პოლიტიკა.
  
მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ტრეინინგებზე სწავლის პერიოდში დაწესებულია ტესტირების სისტემა. რომლის მიხედვითაც 100 დან 50 და მეტი ქულის დაგროვების შემთხვევაში საბანკო საქმის შემსწავლელი ინტენსიური კურსის სერთიფიკატთან ერთად თქვენ მიიღებთ საკრედიტო ოფიცრის კურსის გავლის სერთიფიკატს და საზაფხულო საჩუქარს - საქართველოს ბანკების ასაოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის სარეკომენდაციო წერილს საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად. 
 
თქვენ გეძლევათ  შანსი ერთი ტრეინინგის ფარგლებში, 5 კვირის მანძილზე შეისწავლოთ და აითვისოთ: 
  • საბანკო საქმის თეორიული საფუძვლები;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორების სისტემები;
  • აქტიური და პასიური საბანკო ოპერაციები;
  •  საბანკო რისკები  და მართვის პრინციპები;
  • კომპოზიტური საბანკო პროდუქტები;
  • პრაქტიკული სავარჯიშოების და ქეისების შედგენა;
  • სიტუაციური ანალიზი, საქმიანი თამაშები;
  • ბანკებში გასაუბრების ტესტები და უნარ-ჩვევების ტრეინინგები;
  • საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლება(ბანკის საოპერაციო დღე);
 და ეს ყველაფერი ერთი ტრეინინგის ფარგლებში! 
 
საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გაქვთ შანსი აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:     
  • მოლარე;
  • ოპერატორი;
  • მოლარე-ოპერატორი,
  • ანგარიშების მართვის მენეჯერად
  • გაყიდვების მენეჯერი,
  • კრედიტ ოფიცერი,
  • საფინანსო აღრიცხვის მენეჯერი,
  • რისკების შეფასებისა და მართვის მენეჯერი,
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
  • საცალო საბანკო პროდუქტებისა და მარკეტინგის მენეჯერი,
  • იურისტი.

ხოლო თუ თქვენ მუშაობთ ან გსურთ დასაქმება არასაბანკო დაწესებულებაში ან საფინანსო კომპანიაში, თქვენ გაერკვევით კომერციულ ბანკებთან ურთიერთობის პრინციპებში, კრედიტების გაცემის, საბანკო მომსახურების და საბანკო ოპერაციების სპეციფიკაში. 

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების კურსის თემატიკა: 
 
 საქართველოს საბანკო  სისტემა და  თანამედროვე საბანკო  სისტემები:
  • საბანკო საქმის ისტორია და თანამედროვე საბანკო სისტემები;
  •  საქართველოს საბანკო სისტემა და მოქმედი საბანკო კანონმდებლობა;
  • ცენტრალური ბანკების ფუნქციები და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები;
  • საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პირობები და სტრუქტურა;
  • საბანკო მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები;
  • ბანკის კლიენტურა, იურიდიული და ფიზიკური პირები;
  • სალაროს ოპერაციები;
  • შიდასაბანკო, ბანკთაშორისი ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების საშუალებები;
  • უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები და დოკუმენტური ოპერაციები ბანკებში;
  • პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების სისტემები;
  • საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები - ლიზინგი და ფაქტორინგი; ინკოტერმსის პრინციპები; 
  • საბანკო პროდუქტები და მიზნობრივი ჯგუფები,
  •  სატარიფო პაკეტებით მომსახურება;
  • საბანკო კრედიტი, უზრუნველყოფისა და სესხების კლასიფიცირების პრინციპები;
  • სესხის აღებასთან დაკავშირებული  პროცედურები;
  • პრობლემური სესხების მართვა;
  • საკრედიტო ხაზების და ოვერდრაფტების ლიმიტების დადგენა;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
  •  განმეორებითი და პარალელური კრედიტების გაცემის პრინციპები, კრედიტების რესტრუქტურიზაცია;
  •  საბანკო დეპოზიტები, სადეპოზიტო ანგარიშების გახსნის მოთხოვნები და ბანკთაშორისი სესხები;
  • სადებეტო და საკრედიტო ბარათები;
  • დისტანციური საბანკო მომსახურება და ინტერნეტ ბანკინგი; 
  • მარტივი და რთული პროცენტების დარიცხვის პრინციპები;
  • ფულის დროითი ღირებულება და ანუიტეტი;  წმინდა მიმდინარე ღირებულება;
  • საპროცენტო რისკები და “გეპის” პოზიციის მართვა;
  • რისკების მიხედვით შეწონილი აქტივები(RWA)
  • ბანკის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების ანალიზი. 
  • კაპიტალის ადექვატურობის მოთხოვნები;

 საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლება( ბანკის საოპერაციო დღე)

  • საბანკო ანგარიშების გახსნის ინსტრუქციები;
  • საბანკო ანგარიშების სახეები;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ანგარიშების გახსნის თავისებურებანი;
  • ანგარიშების დახურვის წესი;

ბანკში მუშაობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება "ალტას" საოპერაციო პროგრამების(დემო ვერსიის) ბაზაზე,  იმიტაციური მოდელირებით, ბანკის ნორმალური ფუქციონირებისათვის აუცილებელი  ოთხი ძირითადი მოდულის მიხედვით:

  •  საოპერაციო დღე;
  •  საკრედიტო პროგრამა;
  •  სადეპოზიტო პროგრამა;
  •  პლასტიკური ბარათების აღრიცხვის და ლიმიტების  პროგრამა.

საოპერაციო დღე   წარმოადგენს პროგრამულ პროდუქტს, რომელშიც ხდება ბანკში განხორციელებული შემდეგი ფინანსური ოპერაციების ბუღალტრული გატარება:

  • უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები;
  • კლიენტების გადარიცხვები და ჩარიცხვები;
  •  ვალუტის ყიდვა-გაყიდვა;
  • საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხული ან ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები;
  • დ ა.შ.
  უნარ-ჩვევების ფსიქოლოგიური ტესტები; 
  •  ტესტირების პრინციპები;
  • გასაუბრების პრინციპები; უნარ-ჩვევების ფსიქოლოგიური ტესტები;
  • კომუნიკაბელობის, გადაწყვეტილების მიღების და ახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტები;
  • რეზიუმეების (CV) შედგენა; ქეისები. 
  • ტრეინინგები ჩატარდება მისამართზე: თბილისი, სულხან-საბას ქ. # 1/5(საქართველოს ეროვნული ბანკის გვერდით) მე-2 სართული. 
     ტელ/ფაქსი:    (+995 32) 93 43  76  ან მობ:  893 42 52 48  893 20 17 10
       შპს "საბანკო სწავლების ცენტრის" ანგარიშსწორების ანგარიშია: 
  • "თი ბი სი ბანკი", მთაწმინდის  ფილიალი,
            კოდი: 220101821, ანგარიშის ნომერი : GE92 TB07 0253 6080 1000 03/GEL
  • კურსის  ღირებულება:  350 ლარი; სწავლების საფასურის დაფარვა შესაძლ;ებელია ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე გადასახდელი თანხა შეადგენს 100 ლარს.
  • ტრეინინგის ხანგრძლივობა: 5 კვირა, 2 სალექციო  საათი დღეში, სულ 36 საათი, ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა;
  • დრო: დილით: 11:00-:12:30  საათამდე ან საღამოს (19:00 -20:30);